“Leopard-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

ამის შესახებ მან ARD-თან ინტერვიუში თქვა.

“აქ არ დგას საკითხი მხოლოდ ამ ტანკების მიწოდება ან არმიწოდებაზე, არამედ უმოქმედობისა და მოქმედების შედეგების აწონვაზეც. “ლეოპარდი” მძიმე დაჯავშნული იარაღია, რომელიც ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული შეტევისთვის. და მათი გადაცემისას, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ. მაგრამ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული”,- თქვა მან.

მინისტრს მიაჩნია, რომ გერმანიისა და ევროპის ინტერესებშია, ეს ფრთხილად და აწონილად მოხდეს, „და არა ნაჩქარევად ან გაუაზრებლად“.

„გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც საჭიროა – და ეს ხდება ოფისში. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და იმის მტკიცებაზე, რომ არ გვინდა გავხდეთ ომის მონაწილე მხარე. და ამავე დროს მთელი ძალით დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რომ ის ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არის სხვა სახელმწიფოებიც, რომლებსაც “შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ”. ერთ-ერთი მათგანი „ამ საშინელი ომის ყველა ეტაპზე, მოქმედებდა ერთობლივად და შეთანხმებულად, როგორც მოკავშირეები“ და მას ჰქონდა ამ პროცესში კარგი გამოცდილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები