გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი მზად არის უკრაინას 139 “ლეოპარდი” გადასცეს

გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი Rheinmetall-ი მზად არის უკრაინას 139 “ლეოპარდის”ტიპის ტანკი გადასცეს, როგორც კი გერმანიის მთავრობა ამის ნებართვას გასცემს.

თუმცა, მათგან მხოლოდ ორმოცდაათი იქნება თანამედროვე “Leopards 2” და მათი უმეტესობის გადაცემას, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

როგორც გერმანულ მედია ჯგუფს RND-ს Rheinmetall-ის სპიკერმა განუცხადა, კონცერნი მზად იქნება გადასცეს კიევს 29 “ლეოპარდი 2A4” მიმდინარე წლის აპრილ-მაისში.

მისი თქმით, ამავე მოდიფიკაციის​ კიდევ 22 “ლეოპარდის” შეკეთებას, თითქმის ერთი წელი დასჭირდება და მათი გადაცემა მოხერხდება 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში.

გარდა ამისა, Rheinmetall-ს შეუძლია კიდევ 88 მოძველებული Leopard 1-ის გადაცემა, თუმცა მზად არიან ისინი ექსპლუატაციისთვის თუ არა, ან როდის იქნებიან მზად, კონცერნის სპიკერს არ დაუზუსტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები