მედია: უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკოს ნაცვლად, თანამდებობაზე კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსი კულებას დანიშვნა იგეგმება.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ თანამდებობებს სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები