გურჯაანში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

კახეთში, გურჯაანში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სამაშველო სამსახურის და სახანძრო – სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ამ დროისთვის სოფელ გურჯაანში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრებს ერთ საათზე მეტი დასჭირდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, გამგეობა სამივე ოჯახს ზარალის დათვლის შემდეგ შეძლებისდაგვარად დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები