„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 %-ით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით კი 14.3 %-ით გაიზარდა

„საქსტატი“ 2022 წლის IV კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს აქვეყნებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული ინდექსი გაიზარდა 5.5 %-ით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით კი 14.3 %-ით გაიზარდა.

2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 24.0 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9 პროცენტი).

2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18.0 პროცენტით“, – აცხადებენ „საქსტატში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები