მიხეილ სარჯველაძე: მამულაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა და ახლა ცდილობს, მომხრეები შეიამხანაგოს

ქალბატონმა ნონამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა და ახლა ცდილობს, მომხრეები შეიამხანაგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნონა მამულაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„მე მგონია, ქალბატონმა ნონამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეთვიანი საპარლამენტო მოღვაწეობისას მაინცდამაინც არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ოდიოზური ნაბიჯით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. როგორც ჩანს, ის აღიქვამს საკუთარ შეცდომას და მცდარ დამოკიდებულებას, ზოგადად, საპარლამენტო მოღვაწეობაში ოპოზიციის ჩართულობასა და როლთან დაკავშირებით, ახლა ცდილობს, ამ მიმართულებით რაღაცნაირად მომხრეები შეიამხანაგოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობიდან“ წასული ნონა მამულაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ხალხს ჰკითხონ, უნდათ თუ არა, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები