ევროკავშირის წარმომადგენლები: მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება

ევროკავშირის წარმომადგენლები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, – ამის შესახებ ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერნ ლანგის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკისა და ევროპის პარლამენტის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ რეგულარულად შემოღებულ უკანონო ვაჭრობის შეზღუდვებს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან არა მხოლოდ ახლა, არამედ ორი წლის განმავლობაში, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრის ვალდებულებებს. “მოვუწოდებთ ევროკავშირს, იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ექსპორტიორებს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყოთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა შესაძლო საშუალებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები