ნურსულთან ნაზარბაევი ჰოსპიტალიზირებულია, მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა

ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, აიდოს უკიბაიმ Twitter-ში დაწერა.

“ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პირველი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება”, – დაწერა მან.

ოპერაცია კარდიოქირურგიის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა.

ნურსულთან ნაზარბაევი 82 წლის არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები