აშშ-ში სუპერმარკეტში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ინდიანას შტატის, ქალაქ ევანსვილში უცნობმა მამაკაცმა Walmart-ის სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Courier & Press წერს.

პოლიციის დეპარტამენტის სპიკერის, ანა გრეის თქმით, ეჭვმიტანილმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე მისულ პოლიციელებს, რომლებსაც მისი ლიკვიდაცია ადგილზე მოუწიათ.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები