უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გაიზრდა – გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 9 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე რეაქტიული სისტემებიდან 80-ზე მეტი გასროლაა განხორციელებული.
აღნიშნულია,რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე გაიზარდა.
საოკუპაციო ჯარების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით.
კუპიანსკის, ლიმანსკის, ნოვოპავლოვსკის და ხერსონის მიმართულებით მტერი თავდაცვით მდგომარეობაშია.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ყირიმში რუსეთი ფარული მობილიზაციისთვის ემზადება.
კერძოდ, სევასტოპოლში სამხედრო კომისარიატებში IT სპეციალისტების, ფინანსური მუშაკების და სხვა სპეციალისტების გამოძახება დაიწყეს.