რუსეთის პატრიარქი მიიჩნევს, რომ რუსეთის განადგურების სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ რუსეთის განადგურების სურვილი, მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს.
თავის ქადაგებაში მან თქვა, რომ სჯერა, „უფალი არ დატოვებს“ რუსეთს, მის ხელისუფლებას, პრეზიდენტს და ჯარს.
მისივე თქმით, დღეს ძალიან დიდი საფრთხეებია მსოფლიოსთვის, რუსეთისთვის „და მთელი კაცობრიობისთვის“.
„რადგან ზოგიერთ გიჟს გაუჩნდა აზრი, რომ რუსეთის დერჟავას, რომელსაც გააჩნია მძლავრი იარაღი, რომელიც დასახლებულია ძალიან ძლიერი ხალხით, რომლებიც თაობიდან თაობამდე, ყოველთვის იყვნენ მოტივირებულნი გამარჯვებისკენ, რომლებიც არასდროს დანებდნენ, არცერთი მტრის წინაშე, რომლებიც ყოველთვის იმარჯვებდნენ – რომ შესაძლებელია ამ პირობებში მათზე გამარჯვება. ან, როგორც ახლა ამბობენ, გადააფორმატონ, ანუ თავს მოახვიონ გარკვეული ღირებულებები, რომლებსაც ღირებულებებიც კი არ შეიძლება ეწოდოს, რომ ისინი იყვნენ როგორც ყველა და დაემორჩილონ მათ, ვისაც აქვს მსოფლიოს უმეტესი ნაწილის კონტროლის ძალა“, – თქვა მან.