“მოსკოვთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად, თეირანი ყირიმის და უკრაინის ოთხი რეგიონის მიერთებას არ აღიარებს”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
მოსკოვთან შესანიშნავი ურთიერთობის მიუხედავად, თეირანი ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის კიდევ 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აღიარებს.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა TRT World-ს განუცხადა.
„ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, ამიტომ, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარეთ ყირიმის, ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების უკრაინიდან გამოყოფას. ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებთ ჩვენს თანმიმდევრულ პრინციპს საგარეო პოლიტიკაში: როდესაც ვსაუბრობთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ არის გამოსავალი, ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციის, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპის, რომელსაც ვეყრდნობით“, – განაცხადა აბდოლაჰიანმა.