“სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს” – ზელენსკი სპეცტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

როგორც მან “ტვიტერში” დაწერა, სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს.

„მივესალმები ევროპარლამენტის მიერ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ რეზოლუციის მიღებას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორს, მხარი დაუჭირონ ასეთ ტრიბუნალს. რუსეთი აგრესიული ომისთვის უნდა პასუხი უნდა აგოს, სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები