“ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს წაგება – ბირთვული ომის დაწყებას ნიშნავს” – მედვედევი
ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს წაგებამ, შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Telegram-ში დაწერა.
მან გაიხსენა, რომ 20 იანვარს “რამშტაინის” ბაზაზე ნატოს წარმომადგენლები კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდების საკითხის განხილვას გეგმავენ, ხოლო დავოსში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა რუსეთის დამარცხების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„და არცერთს არ უფიქრია, აქედან, შემდეგი ელემენტარული დასკვნა გამოეტანა: ჩვეულებრივი ომის დროს ბირთვული სახელმწიფოს წაგებამ, შესაძლოა ბირთვული ომის დაწყება გამოიწვიოს“, – დაწერა მან.
მედვედევის თქმით, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს არასოდეს წაუგიათ დიდ კონფლიქტებში, რომლებზეც მათი ბედი იყო დამოკიდებული.