გერმანიის პრეზიდენტმა ახალი თავდაცვის მინისტრი დანიშნა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი გახდა.
პისტორიუსი თანამდებობაზე, ბუნდესტაგში ფიცის დადების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა, რომელმაც თქვა, რომ “გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის არმიისთვის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა”.
პრეზიდენტის სასახლეში დამტკიცების პროცესს კანცლერი, ოლაფ შოლციც ესწრებოდა.
ბორის პისტორიუსი მინისტრად დამტკიცებამდე 2006-2013 წლებში ოსნაბრიუკის მერი იყო, შემდგომ კი, ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.