ბრიტანელი მსახიობი ჯულიან სენდსი კალიფორნიის მთებში დაიკარგა
ბრიტანელი მსახიობი, ჯულიან სენდსი კალიფორნიის მთებში დაიკარგა.
Ske News-ის ინფორმაციით, სენდსის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადი 13 იანვარს შევიდა, თუმცა ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
65 წლის სენდსი სამხრეთ კალიფორნიის მთებში ორი დაკარგული ტურისტიდან ერთ-ერთია.
ჯულიან სენდსი ცნობილია ფილმებიდან “ოთახი ხედით”( A Room with a View), “ლას-ვეგასის დატოვება”(Leaving Las Vegas) და The Warlock.
2020 წლიდან მსახიობი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.