შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავა
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება.
ამის შესახებ მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა და მატარებლიდან მოკლე ვიდეო ატვირთა.
„მივემგზავრები კიევში და დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერმინისტრ, დენის შმიგალს და დეპუტატებს შევხვდები“, – თქვა მიშელმა.
მანვე გაიხსენა, რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, და ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
„უკრაინელები იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას და პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან ერთად, განვიხილავთ კონკრეტულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად“, – დასძინა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
On my way to #Kyiv.
Ukrainians are fighting for their land, for the future of their children.
But they are also fighting for our common European values of peace and prosperity.They need and deserve our support. pic.twitter.com/ewLY4E9udX
— Charles Michel (@CharlesMichel) January 19, 2023