სომხეთში სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა
გეღარქუნიკის რაიონის სოფელ აზატში განლაგებულ სამხედრო ნაწილში, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ხანძარს 5 საათის განმავლობაში აქრობდნენ.
ხანძრის შედეგად 104 კვ.მ ფართობის შენობა მთლიანად დაიწვა.
სამი ჯარისკაცი, დამწრობის სხვადასხვა ხარისხით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მეორე არმიის კორპუსის მეთაურს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.