აშშ უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის 125 მილიონ დოლარს გამოყოფს

შეერთებული შტატები უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის 125 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ USAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა განაცხადა, წერს სააგენტო AP.

მისივე თქმით, თანხები მოხმარდება უკრაინის ქალაქების წყალმომარაგების სისტემების, გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორების და სხვა აღჭურვილობის შესყიდვას.

სამანტა პაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი თანხები, გარდა იმისა, რაც 2022 წლის დეკემბერში აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად, ქვეყანას ელექტროენერგიის მხოლოდ მეოთხედის გამომუშავება შეუძლია.

მიუხედავად ამისა, უკვე დღეიდან კიევი და ოდესა ავარიული გათიშვებიდან, გეგმიურზე გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები