ივნისში, ლონდონში უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართება

უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენცია ივნისში, ლონდონში გაიმართება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა Twitter-ში დაწერა.

„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ გამოსვლისას, მადლობა გადავუხადე შვეიცარიას, ლუგანოში აღდგენის კონფერენციის მასპინძლობისთვის“, – დაწერა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალმა დასძინა, რომ უკრაინა აფასებს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, წელს, კონფერენციას უმასპინძლოს.

„უკრაინის გადაუდებელი აღდგენისთვის, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ვცდილობთ”,- აღნიშნა შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები