დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ბროვარიში, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

Ukrainian President Volodymyr Zelenskiy stands during a minute of silence before he addresses the World Economic Forum (WEF), in Davos, Switzerland, January 18, 2023. REUTERS/Arnd Wiegmann

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეებს სთხოვა, უკრაინის ქალაქ ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებსა და ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ.

„დღეს თოთხმეტმა უკრაინულმა ოჯახმა დაკარგა ახლობელი და კიდევ ბევრი ოჯახი კარგავს ყოველდღიურად [საყვარელ ადამიანებს] ომის გამო. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, რომლებიც უკრაინამ დაკარგა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, Super Puma AS 332 უკრაინის ქალაქ ბროვარიში, დღეს დილით, საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი, ხოლო დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები