„ომი რომ დასრულდეს, რუსეთმა უნდა წააგოს“ – ოლაფ შოლცი

epa09976673 German Chancellor Olaf Scholz addresses a plenary session during the 51st annual meeting of the World Economic Forum (WEF) in Davos, Switzerland, 26 May 2022. The meeting brings together entrepreneurs, scientists, corporate and political leaders in Davos under the topic 'History at a Turning Point: Government Policies and Business Strategies' from 22 to 26 May 2022. EPA/LAURENT GILLIERON Dostawca: PAP/EPA.

უკრაინის ომმა ყველაზე იმოქმედა. ბერლინი აპირებს კიევის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ომი რომ დასრულდეს, რუსეთმა უნდა წააგოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ბერლინი აწვდის იარაღს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, მან პირობა დადო, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„გასული წელი გარდამტეხი იყო გერმანიის პოლიტიკაში, რადგან გერმანია სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული გაზის, ნახშირისა და ნავთობისგან“, – განაცხადა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები