ირანმა რუსეთთან, შესაძლოა მანქანების ერთობლივი წარმოება დაიწყოს
თეირანი, რუსეთთან ავტომობილების წარმოების ერთობლივი საწარმოს შექმნას არ გამორიცხავს, – განაცხადა ირანის მრეწველობის, მაღაროებისა და ვაჭრობის სამინისტროს სპიკერმა, ომიდ ღალიბაფმა.
„მანქანების ერთობლივი წარმოება და ქარხნის გახსნა ირანში ან რუსეთში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით შევძლებთ ჩვენი მანქანების რუსეთში ექსპორტს და მის ბაზარზე შესვლას. ასევე იმაზე, თუ რამდენად მიიღებენ ირანულ მოდელებს რუსეთში. ამის შემდეგ უკვე განვიხილავთ რუსეთში ერთობლივ წარმოებას და ჩვენი ავტობაზრის განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებას“, – განაცხადა მან.