“დავაჭერთ ღილაკს და კარგად მეყოლეთ” – კადიროვი
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა უკრაინაში ომზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“რუსეთი – დერჟავაა, ბირთვული დერჟავა. რუსეთი არასოდეს მისცემს თავს დამარცხების უფლებას ნებისმიერ ბრძოლაში. ჩვენ შეგვიძლია ღილაკს დავაჭიროთ თითი და სალამ ალაიკუმ. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა: რატომ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე? მე არ მსურს, რომ ამ შაიტანებმა (ეშმაკი) იცხოვრონ, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით… ჩვენ სამოთხეში მოვხვდებით, ისინი ჯოჯოხეთში“, – თქვა კადიროვმა.