“კიევს ელექტროენერგიის 30% აკლია, კოლაფსი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს” – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქს ელექტროენერგიის, დაახლოებით მესამედი აკლია, შესაბამისად სისტემა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიშალოს.

ამის შესახებ მან “როიტერთან” ინტერვიუში თქვა.

“არ ვსაუბრობთ კოლაფსზე, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წამს, რადგან ნებისმიერ წამს რუსულ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ჩვენს მშობლიურ ქალაქში, კიევში და არა მხოლოდ კიევში, სხვა ქალაქებშიც. ამჟამად კიევში ენერგიის, დაახლოებით 30%-ანი დეფიციტი გვაქვს”,- თქვა კლიჩკომ.

თავის მხრივ, .კომპანიის „იასნოს“ ხელმძღვანელმა, სერგეი კოვალენკომ, რომელიც კიევს ელექტროენერგიით და გაზით ამარაგებს, თქვა რომ დედაქალაქი ამჟამად „974 მეგავატს საჭირო 1600-დან“იღებს.

„სიტუაცია კვლავ რთულია და შეზღუდვები ახლა ერთადერთი გზაა, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს“, – წერს კოვალენკო Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები