უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ პუტინმა გერასიმოვს გაზაფხულამდე დონბასის აღება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს, მარტამდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავება დაავალა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი ყურადღებას არ აქცევს იმას, რაც რეალურად ხდება ფრონტზე. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს უკრაინელების, როგორც ცალკეული ხალხისა და ერის განადგურებას, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებას.

„შეგვიძლია ვისაუბროთ „რაშისტების“ პრიორიტეტულ მიმართულებაზე – ეს არის დონბასი. ვადები, რომელსაც  გერასიმოვს განუსაზღვრავს – ეს არის დონბასის აღება და გარკვეული უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება უკვე მარტისთვის“, – განაცხადა იუსოვმა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტ ხელისუფლებას არაერთხელ შეეცვალა დაკისრებული დავალების ვადები. კერძოდ, მათ სურდათ „სამ დღეში აეღოთ კიევი“.

იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტები ამჯერადაც ვერ მიაღწევენ წარმატებას. დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები