დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი ადასტურებს, რომ უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს მიაწვდის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება“ და „გენერლებისა და მეთაური ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა“.

„უკრაინის მოკავშირეებმა უნდა „დააჩქარონ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა, რათა ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა“ ვლადიმირ პუტინზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები