არმაზ ახვლედიანი: ოპოზიციურ ფრონტზე არსებითი გადატვირთვის გარეშე, ოპოზიციამ შეიძლება არა მხოლოდ მომავალი დაკარგოს არჩევნებში, არამედ თავიც

დღეს, ოპოზიციურ ფრონტზე არსებითი გადატვირთვის გარეშე, ოპოზიციამ შეიძლება არა მხოლოდ დაკარგოს მომავალი არჩევნებშიც, არამედ შეიძლება თავიც დაკარგოს საერთოდ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, ოპოზიცია „ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდა“.

„უნდა ვთქვა გულახდილად, რომ დღეს, ოპოზიციურ ფრონტზე არსებითი გადატვირთვის გარეშე, ოპოზიციამ შეიძლება არა მხოლოდ დაკარგოს მომავალი არჩევნებშიც, არამედ შეიძლება თავიც დაკარგოს საერთოდ. პირდაპირ ვიტყვი გულახდილად, ღირსიც იქნებიან, რადგან პოლიტიკაში ყოფნა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. პროფესიონალი და წესიერი ექიმი არასდროს იკადრებს თქვას, არ მცალია და ავადმყოფს კონსულტაციას ვერ გავუწევო. მე ჩვენს თავს ამ შემთხვევაში ექიმს ვადარებ. ქვეყანა ამ დღეშია, არაერთი ჩვენი კოლეგა თუ პოლიტიკური ძალა ვერ გეტყვით, რატომ ვერ გამოფხიზლდა ამ ხნის განმავლობაში. ამ ვითარებაში, რა გვჭირს რა გვემართება?“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები