ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, ორი ქვეყნის დიპოლომატები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ბიომეტრიული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები