ლევან ნიკოლეიშვილი: ამასობაში მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ნოდარ მელაძეს და ჭუტას, თუ რამე გააჩნიათ არქივში, ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების მიწოდებულია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება და წერს, რომ მელიამ სააკაშვილის ორმაგი აგენტობის დასამტკიცებლად გამოაგდო ეს ჩანაწერი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გიულიმ დაარტყა უტყუარი ბეჭედი.

“მართალია, მელიამ სააკაშვილის ორმაგი აგენტობის დასამტკიცებლად გამოაგდო ეს ჩანაწერი, მაგრამ ამასობაში მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ნოდარ მელაძეს და ჭუტას, თუ რამე გააჩნიათ არქივში, ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების მიწოდებულია. გიულიმ დაარტყა უტყუარი ბეჭედი”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე საუბრობს. ჩანაწერში  ალასანია ექსპრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები