„მთავარია, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში“ – აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე საუბრობს

მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომლის აუდიო ჩანაწერსაც „კურიერი“ ავრცელებს და რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე არის ჩაწერილი.

როგორც ალასანია აღნიშნავს, რუსებს არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი, რაც ჩანს იმ მასალებში, რომელსაც რუსები ნოდარ მელაძეს აწვდიან.

„რა თქმა უნდა, მეშინია, ძალიან მეშინია და საერთოდ რომ ჩამოვედი – იმით ჩავედი, რომ მეთქვა არ წამოხვიდეო, მაგრამ ვერ ეტყვი მაგას, იმიტომ, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მოკლედ, ასეთ საგიჟეთში ვართ, ფაქტია, რომ ვართ ამ საგიჟეთში. რა ვიცი, ძალიან მეშინია, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ისევ ის არის მთავარი, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში. ვფიქრობ, რომ რუსეთს ახლა ასეთ რაღაც ცუდ ნაბიჯზე წასვლა… რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი – ხომ ჩანს ეს ახლა ამ მასალებს რომ აწვდიან მელაძეს და ეს მელაძე რომ ჩვენ გვაჩვენებს – ეს ხომ რუსები აწვდიან.

უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა. თანაც ახლა ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ, ამ სიტუაციაში არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება, არ ვიცი. შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ. ეს ოპოზიციაც ასე არასწორად გაზრდილი ხალხია, ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები. სულ პარაზიტობდნენ ამ მიშიკოს ე.ი. კარგად ყოფნის დროს. მიშიკოს კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდნენ და ცუდად ყოფნის დროსაც ამის ხარჯზე იყვნენ“, – აცხადებს გიული ალასანია.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები