ლუკა ისაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება
12 იანვარს, 15:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ლუკა ისაშვილისთვის მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე დამთვალიერებელი ნინო პეტრიაშვილისა და ავთო პაპაშვილის ნამუშევრებს იხილავს. დასწრება უფასოა. შეგროვებული თანხა მთლიანად მის ანგარიშზე ჩაირიცხება.
19 წლის ლუკა ისაშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. მისი მკურნალობა საფრანგეთში გრძელდება და ნახევარ მილიონს საჭიროებს.
ანგარიშის ნომერი: GE17BG0000000345983402;
მიმღები: გიორგი ისაშვილი; პ.ნ. 16001029604.