ქალაქ ბრაზილიაში, კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი გაიმართა

ქალაქ ბრაზილიაში, კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარდგა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვილმა, ბრაზილიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ფლავიო გოლდმანმა და ბრაზილიის კულტურის სამინისტროს ფონდის ,,ფანარტის” დირექტორმა, მარკოს ტერსეირამ.
ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა
სამინისტროს თანადგომით გაიმართა. ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კონცერტების თანაორგანიზატორია.
შემდეგ ღონისძიებას ანსამბლი “რუსთავი” 2 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები