დიდ ბრიტანეთში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მინდორში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორკაციანი Cessna-ს ტიპის თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან აფრინდა და მოკლე საჩვენებელ ფრენას ასრულებდა, თუმცა მალევე ჩამოვარდა.

სამართალდამცავების ცნობით, ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათი ვინაობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ სახელდება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო და საგამოძიებო სამსახურები. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები