დღეს რეზო გაბრიაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა
დღეს რეზო გაბრიაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.
„ქართველი მწერალი, რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი და თოჯინების თეატრის დამფუძნებელი რეზო გაბრიაძე თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედი იყო. მისი მრავალმხრივი შემოქმედება ეროვნული კულტურის საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
რეზო გაბრიაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული თეატრის, კინოს, ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების განვითარებაში. მისმა უნიკალურმა მხატვრულმა ხედვამ, ჰუმანიზმითა და ღრმა ემოციური ძალით გამორჩეულმა ნაწარმოებებმა არაერთი თაობის სიყვარული და აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.