სოფელ ავლევში გზის ასფალტირება მიმდინარეობს
სოფელ ავლევში გზის ასფალტირება მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
პროექტის ფარგლებში, გზა N1 გათვალისწინებულია 324 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის №509, 2026 წლის 10 მარტის ,,გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” განკარგულების საფუძველზე.
პროექტს ახორციელებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”,- წერია ინფორმაციაში.