ტრამპი: ირანის დენუკლეარიზაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანის დენუკლეარიზაციის“ პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები დადებითად ვითარდება და მხარეებს შორის კომუნიკაცია გაუმჯობესებულია.

„ირანის დენუკლეარიზაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო და მხარეები დიალოგის გაგრძელებას გეგმავენ.“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

ცნობისთვის, დასავლური ქვეყნები თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ, ხოლო ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული საქმიანობა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები