შიო lll-მ რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო
“ამა წლის 1-ელ ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
მათივე ცნობით, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
“კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, მასწავლებლები, მშობლები და მათ სულიერ საკითხებზე ესაუბრა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის, მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.
შეხვედრის დასასრულ, მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა”, – წერია ინფორმაციაში.