ლევან მაჭავარიანი – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი
“დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ “დღის ქრონიკაში” სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ამ სამმართველოს მუშაობას სულ უფრო მეტად პრევენციული ხასიათი ექნება.
„დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური გემოვნების არის ადამიანი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი მომხრეების მიმართაც, რადიკალების მომხრეების მიმართაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთ ნაბიჯი, იმისთვის რომ საქართველოში ფაშიზმი, რომელიც წლების განმავლობაში გარედან ფინანსდებოდა, დასრულდეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.