გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაში” საწევროს გადახდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ეს არის ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა”, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა სააკაშვილის რეფორმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის საწევროს გადახდის დაწესებაზე.

დეპუტატის თმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო.

მაჭარაშვილის განცხადებითვე, „ნაცმოძრაობაში” მიღებული გადაწყვეტილება საწევროს დაწესებასთან დაკავშირებით ნათელი დასტურია იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა”, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში.

„პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, თუ გინდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო. ეს ნიშნავს ზუსტად იმ მიდგომას, რაც ზოგადად ჰქონდა სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და შემდეგაც, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში. ეს არის ნათელი დასტური იმის, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა”, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები