ჩრდილოეთ ოსეთში დრონების გამოყენება აკრძალეს
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით, დრონების გამოყენება აკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში უკვე შესულია.
გამონაკლისი შეეხება სამთავრობო უწყებებს, ასევე მათ დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს. ასევე საწვავის და ენერგეტიკულ კომპანიებს.
„ინციდენტები, რომლებიც ხდება დრონების გამოყენებით, როგორც რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში, ასევე მოსაზღვრედ, იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ დღეს დიდი რისკი დრონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე არასამშვიდობო მიზნით გამოყენების. და ეს აკრძალვა უნდა განიხილებოდეს არა როგორც უფლებების დარღვევა, არამედ როგორც აუცილებელი ზომა: დრონების გამოყენების შეზღუდვები გამოწვეულია უსაფრთხოების მოთხოვნებით – ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ, შესაძლო საფრთხეების დონე, სხვა არაფერი“, – ნათქვამია Telegram არხზე.