თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრე მაშველები.