ოჩამჩირეში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
ოკუპირებულ ოჩამჩირეში პაპასკირის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კერძო ორსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა.
ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 8 იანვარს მოხდა.
აღინიშნება, რომ მეხანძრეების მისვლის მომენტისთვის, ცეცხლი უკვე სახლის სახურავზე და მეორე სართულზე იყო გავრცელებული.
სახლის მეპატრონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები დგინდება.