ზურაბ რურუა – ოპოზიციურ ალიანსზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე
“ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე,”- ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“შიდა დაპირისპირებები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, როგორც ჭამენ ერთმანეთს და როგორ ვერ გაინაწილეს თვითონ შიგნით პოლიტიკური თანამდებობები. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის პირნათლად აჩვენებდა მათ რესურსზე, მათ მიდგომაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე,” – განაცხადა ზურაბ რურუამ.