გორში პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენა გამართა.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებიც წარმოდგენას „საშობაო ქალაქს” დაესწრნენ და თოვლის ბაბუისგან საჩუქარიც მიიღეს.

საახალწლო ღონისძიებას, გორის კულტურის ცენტრმა 3, 4 და 5 იანვარს უმასპინძლა, რომელსაც1800-მდე ბავშვი დაესწრო.

ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები