სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილესთან, გია მეიშვილთან ერთად შობა-ახალი წელი მიულოცა სხვადასხვა უწყების რეგიონულ სამსახურებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები შობა-ახალი წლის დღეებსაც სამსახურში ატარებენ მოქალაქეთა სიმშვიდის, ჯანმრთელობის და წესრიგის სადარაჯოზე.

,,გილოცავთ ახალ 2023 წელს! ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ. მადლობა კეთილსინდისიერი შრომისათვის და საქმისადმი ერთგულებისათვის, რასაც უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამის მიუხედავად ეწევით. თქვენ საზოგადოების მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების გარანტი ხართ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები