ხონში საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს(ფოტო)

მოქალაქეთა მიერ, რომელთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს, დაზიანებულია ქალაქ ხონის საახალწლო ილუმინაციები, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ეს ვანდალური აქტი არ არის პირველი და მსგავს ქმედებებს ხშირად აქვს ადგილი.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა!
ნუ დააზიანებთ საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას!

ნუ ხელყოფთ საახალწლო ილუმინაციებს!

პატივი ეცით მშობლიურ ქალაქსა და თანაქალაქელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები