წყალტუბოში საშობაო კონცერტი იმართება
წყალტუბოში საშობაო სამზადისი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზ “ივერიის” მიმდებარე ტერიტორიაზე სამთავრობო საშობაო კონცერტი უკვე დაიწყო.
მათივე ცნობით, საზოგადოებას საახალწლო-საშობაო სანახაობები ელის.
“თქვენ გელით ლამაზი სანახაობები, თოვლის ბაბუა, ელფები და მათი მეგობრები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ადგილობრივი საესტრადო ჯგუფები და ჩვენი პატარები საახალწლი განწყობით, თოვლის ბაბუს ოთახი სავსე საჩუქრებით, ცხელი გლინტვეინი, ყავა, გართობა და ბევრი მხიარულება!
17:00 საათზე შემოგვიერთდება ელეგანტური “თეატრალური კვარტეტი” და თინეიჯერთა საყვარელი ჯგუფი “თამადა”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.