შარლ მიშელი – პუტინის განკარგულებაზე: ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე თვალთმაქცობაა, როგორც „რეფერენდუმები“
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომელიც უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
„არსებობს აგრესორი – კრემლი და მსხვერპლი – უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ტყუილი და თვალთმაქცობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები“, – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
Є агресор: Кремль.
І жертва: український народ.
Виведення російських військ – єдиний серйозний спосіб відновлення миру та безпеки.
Оголошення про одностороннє припинення вогню є таким же фальшивим і лицемірним, як і незаконні і гротескні анексії та супутні референдуми
— Charles Michel (@CharlesMichel) January 5, 2023