ბაიდენმა უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე პუტინის განკარგულებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოთქვა

US President Joe Biden and Russian President Vladimir Putin. (Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაცემულ განკარგულებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოხატა.

„არ ვუპასუხებ იმას, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი, უბრალოდ, ჟანგბადის პოვნას ცდილობს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები